პოლიციამ არასრულწლოვანი ბიჭის წლების განმავლობაში გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავა

22-09-2020 14:40:08 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა", – აცხადებენ შსს–ში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები