Accentnews.ge
საკლასო ოთახებში სწავლის განახლება შესაძლოა, ისევ გადაიდოს

საკლასო ოთახებში სწავლის განახლება შესაძლოა, ისევ გადაიდოს

22/09/2020 16:58:36 საზოგადოება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თუ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სადღეისოდ არსებული მდგომარეობა ვერ შენარჩუნდა, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ. თუმცა ცერცვაძის ცნობითვე, ამჟამად საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე ამ ვერსიაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის: ამჟამად საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციური მეთოდით მიმდინარეობს და საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრისთვის უნდა განახლდეს. სადღეისოდ არსებული ცნობებით, 1 ოქტომბერსვე უნდა განახლდეს საბავშვო ბაღების საქმიანობა დადგენილი რეგულაციებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S