Accentnews.ge
"აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი და ჯაფარიძის ხელახლა არჩევას"

"აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი და ჯაფარიძის ხელახლა არჩევას"

24/06/2019 10:29:57 ეკონომიკა

“თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  TBC BANK Group PLC აქციონერთა კრებაზე აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში მისი და “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის ხელახლა არჩევას.

“ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.

ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში”, – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის  მოთხოვნით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო 2019 წლის აპრილში დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S