Accentnews.ge
"არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია"

"არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია"

24/06/2019 11:03:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ერთ–ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ეხმიანება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ "არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია".

იგი ხელისუფლებას ოთხ ძირითად მოთხოვნას უყენებს. 

"უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე და ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერ-მინისტრის განკარგულება დაარღვია და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპეცსაშუალებები. თან ისე, რომ ამან იმ წუთასვე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე. არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ეს არის საზოგადოების მოთხოვა და ამის დასტურია ავტომანქანების ის კოლონა, რომელიც ახლა შსს-სთან იმყოფება“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მეორე მოთხოვნაა აუცილებლად, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებსაც მისივე შეფასებით, „სტალინისტური მეთოდებით 12-დან 15-დღემდე დაკავება შეუფარდეს იმისთვის, რომ ადამიანები თავიანთ პროტესტს გამოთქვემდნენ, როცა სახელმწიფოს ღირსება შეულახეს“.

„მესამე - აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე.

მეოთხე - სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი იმისთვის, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები. ასეთი პრინციპით დაკომპლექტეული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, საზოგადოების გახლეჩილობას ვერ აღმოვფხვრით და ვერ დავამთავრებთ იმ პოლარიზებას, რომელიც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე აცხადებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეთანხმება საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ წესს, თუმცა აქციის მონაწილეების პოზიციაა მნიშვნელოვანი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მისაღებია ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

„პროპორციულ არჩევნებს როგორ შეიძლება არ დაეთანხმოს გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის შემადგენელიცააა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , მაშინ როდესაც ჩვენი შეგროვებული 300 ათასი ხელმოწერა დევს პარლამენტში და თითქმის ორი წელია ამაზე ვლაპარაკობთ. რაც შეეეხება ბარიერს და სხვა მოდალობებს, ჩვენ ამაზე უპირველეს ყოვლისა გვინდა გავიგოთ იმ ადამიანების აზრი, რომლებიც დღეს, 19:00 საათზე პარალმენტის წინ შეიკრიბებიან. მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოხვიდეთ და კიდევ ერთხელ გააგონოთ თქვენი ხმა ხელისუფლებას, მაგრამ შუალედური გამარჯვება მიღწეულია- საქართველოში დაიწყო ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის მსხვრევა და ეს თქვენი ყველას გამარჯებაა, აქ უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ესაა ღირსების საკითხი და სახელმწიფოს შენარჩუნების საკითხი დემოკრატიის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს შენარჩუნება შუძლებელია. ბოლო კვირამ ეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად აჩვენა”, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S