როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით
23/09/2020 06:59:17 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კუთხით კვლავ აჭარის რეგიონი მკურნალობს, თუმცა ინფიცირების ფაქტები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა. კერძოდ, საქართველოს რეგიონების მიხედვით COVID-19 შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარაში – 165
- თბილისში– 34
- რუსთავში – 4
- იმერეთში – 14 (2–თერჯოლაში და 12 ქუთაისში)
- გურიაში – 4 (1 ლანჩხუთი და 3 ოზურგეთი)
- დუშეთში – 1
- ზუგდიდში– 2
„მცირედი მატებაა, მაგრამ არა ძალიან დრამატული“,– აღნიშნა ენდელაძემ.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 227 პირს დაუდასტურდა, 69 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 643 პირი განიკურნა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 227 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5255 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 563 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.


