მედია: შოთა არველაძეს COVID-19 დაუდასტურდა

23-09-2020 12:10:05 საზოგადოება

ტაშკენტის "პახტაკორის" მთავარ მწვრთნელს, ცნობილ ქართველ ვეტერან ფეხბურთელს შოთა არველაძეს COVID-19 დაუდასტურდა, – იუწყება უზბეკური მედია.

ამავე წყაროს ცნობით, არველაძეს ტესტირება მატჩისწინა პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ჩაუტარდა.

როგორც ცნობილია, შოთა არველაძე ამ დროისთვის იზოლირებულია და ვერ შეძლებს, გუნდს დღეს დაგეგმილ მატჩზე უხელმძღვანელოს.

განახლება

აჩი არველაძე "ფორმულასთან" ამბობს, რომ მის ძმას, შოთა არველაძეს, სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა და ახლა PCR ტესტის პასუხს ელოდება.

"სწრაფმა ტესტმა აჩვენა, რომ კორონა აქვს. უსიმპტომო იყო და მაინც განმეორებით გაიკეთა PCR ტესტი და ელოდება პასუხს. დღეს მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს ირანულ კლუბთან. გადაწყვეტილია, რომ თამაშში ვერ უხელმძღვანელებს გუნდს, რადგან იზოლაციაშია უკვე", - ამბობს აჩი არველაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები