ბათუმში 24 კოვიდ–ინფიცირებული ორსული მკურნალობს

23-09-2020 12:13:42 საზოგადოება

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის ნონა ეფაძის ინფორმაციის, ბათუმში 24 კოვიდ–ინფიცირებული ორსული მკურნალობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მისივე ცნობით, ბათუმის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 480 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ–სასტუმროებში - 660.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 165 აჭარაში.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 25 პაციენტიდან ორი 23 სექტემბერს გარდაიცვალა, 22 სექტემბერს – კი სამი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები