კალაძე ამბობს, რომ 300 მიკროავტობუსი თბილისში ოქტომბრიდან შემოვა

23-09-2020 12:43:34 საზოგადოება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, Ford-ის მარკის 300 მიკროავტობუსი თბილისში ეტაპობრივად შემოვა. 23 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მერმა განმარტა, რომ ოქტომბერში მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენიც ეტაპობრივად შემოვა, 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტენდერი დასრულებულია და 18 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა.

"თბილისში 3000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა პირველი წლების განმავლობაში, თუმცა მიკროავტობუსების რაოდენობა 1200-მდე შემცირდება. ჩვენ საავტობუსე და მარშუტების ქსელის მოდერნიზებას ვაკეთებთ, რათა ძირითად უბნებში ივლის 12-მეტრიანი, 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან, ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე ივლის მიკროავტობუსებიც", - თქვა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები