სებ–ის ჩარევის მიუხედავად ლარი კვლავ გაუფასურდა

23-09-2020 16:53:26 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 24 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.8226 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1539 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4249 ლარი.

23 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.8267 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1787 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4256 ლარი.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 23 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

სებ–ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 449 650 000 დოლარი გაყიდა.

იხილეთ ასევე :

გვენეტაძე განმარტავს, როდის დაუბრუნდება ლარი "წონასწორობის ნიშნულს

რამდენით და რა სახის პროდუქტზე მოიმატებს ფასები ოქტომბრიდან

ახალი ამბები

სხვა სიახლეები