Accentnews.ge
ბოლნისში კახა ოქრიაშვილის ოფისი და სარეკლამო ბანერები დააზიანეს

ბოლნისში კახა ოქრიაშვილის ოფისი და სარეკლამო ბანერები დააზიანეს

23/09/2020 14:13:34 საშინაო პოლიტიკა, სამართალი

ბოლნისში კოალიციის "ძალა ერთობაშია" წევრის კახა ოქრიაშვილის ოფისი და სარეკლამო ბანერები დააზიანეს.

შენობას უხამს სიტყვებთან ერთად ჰქონდა წარწერა "მიჰა ჰამოდი".

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S