თბილისსა და რეგიონებში "ძალა ერთობაშია" - "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატების სია ცნობილია

23-09-2020 21:25:09 საშინაო პოლიტიკა

თბილისსა და რეგიონებში "ძალა ერთობაშია" - "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატების სია ცნობილია.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი;
  • ნიკა მელია - გლდანი;
  • ხატია დეკანოიძე - ისანი;
  • ლევან ხაბეიშვილი - სამგორი;
  • ლევან ბეჟაშვილი - გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი;
  • გიორგი ბოტკოველი - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი;
  • დავით კირკიტაძე - რუსთავი და გარდაბნის სოფლები;
  • აზერ სულეიმანოვი - მარნეულის და გარდაბნის ოლქი;
  • ბადრი ბასიშვილი - გორი და კასპი;
  • ნატო ჩხეიძე - ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი;
  • ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე;
  • მელიქ რაისიანი - ახალქალაქი და ნინოწმინდა;
  • გიორგი კაპანაძე - საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული;
  • კახა გეწაძე - ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა და ტყიბული;
  • ნანუკა ჟორჟოლიანი - სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი;
  • როლანდ ფიფია - მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა;
  • მურთაზ ზოდელავა - ფოთი, სენაკი, ხობი;
  • მალხაზ ჯალაღონია - ზუგდიდი;
  • ლევან ვარშალომიძე - ბათუმი;
  • ბონდო თევდორაძე - ქობულეთი;
  • მიშა ბოლქვაძე - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო;
  • კახა ოქრიაშვილი - ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა;
  • ცეზარ ჩოჩელი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი;
  • დილარ ხაბულიანი - ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი;
  • მანუჩარ კვირკველია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;

აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ–ისა და "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატები:

  • ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - გია აბულაძე;
  • ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი;
  • ბათუმი - გიორგი კირთაძე;

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან - "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ევროპელი დემოკრატები". ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - "პროგრესი და თავისუფლება".

ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები