„აჭარატექსტილმა“ მუშაობა შეაჩერა, თანამშრომლების ინფიცირების წყარო უცნობია

23-09-2020 22:50:23 საზოგადოება

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ ხუთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საწარმომ რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა.

ქობულეთის „აჭარატექსტილის“ დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, ინფიცირების წყარო უცნობია.

„ფაბრიკაში ჩატარდა დეზინფექცია და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება. ნაწილი პასუხებისა ცნობილია და მხოლოდ ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს კიდევ ველოდებით. დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას“,- განაცხადა გია ლომინაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები