ისრაელი სრული კარანტინის გამოცხადებას გეგმავს

24-09-2020 09:35:23 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 25 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით სრული კარანტინი გამოცხადდება.

„ჩვენი მიზანია, ისრაელში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში.

შეზღუდვების დასაწესებლად მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის თანხმობაა საჭირო.

ისრაელში 23 სექტემბერს კოვიდ-19-ის 6 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 200 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები