259  კოვიდ–ინფიცირებული: საქართველოში მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

24-09-2020 10:36:45 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 259 პირს დაუდასტურდა, 62 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 705 პირი განიკურნა, 25 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 259 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5390 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 640 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

განახლება

რეგიონების მიხედვით 259 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 164

თბისისი – 34

იმერეთი – 22 (აქედან 15 – ქუთაისი, 3 – წყალტუბო, 1–საჩხერე, 1 თერჯოლა, 2– ბაღდათი)

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 15

გორი – 1

მარნეული–1

მცხეთა – 1

კახეთი – 1

საზღვარგარეთიდან იმპორტირებული – 5

ამასთან, ენდელაძემ აღნიშნა, რომ მესაზღვრეებთან დაკავშირებულია 5 ახალი შემთხვევა.

ენდელაძის თანახმად, სადღეისოდ კრიტიკულია 18 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა და მათთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება ვერ ხერხდება. მათგან ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტია ბათუმის რესპუბლიკურში.

„ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით. სისტემა გამართულია, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და ვახერხებთ პაციენტების მართვას“,– დასძინა ენდელაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები