ომბუდსმენი მედიას მიმართავს

24-09-2020 11:47:08 საზოგადოება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მედიასაშუალებებს მიმართავს, წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ქსენოფობიური, ჰომოფობიური მასალა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ერიდონ.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მედიას ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

"ჩემი მოწოდება იქნება თითოეული მედიასაშუალების მიმართ, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, ქსენოფობიური, ჰომოფიბიური განცხადებები და არ იყოს წახალისებული ძალადობის ფაქტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მედია ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს,პირველ რიგში ეს პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ, მედიასაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება გარკვეული ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით",-განაცხადა ლომჯარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები