უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

24-09-2020 14:37:00 საზოგადოება

თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დისტანციურად გაგრძელდება სწავლა აჭარაში არსებულ ყველა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი კვლავ ონლაინ– რეჟიმში დარჩებიან.

თუმცა როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, თუ მშობელი გადაწყვეტს, 1 ოქტომბრიდან მისმა შვილმა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს სწავლა, მათ ამის საშუალება ექნებათ.

მისივე თქმით, ეს არჩევანი ყველა კლასის მოსწავლის მშობელს ეხება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები