Accentnews.ge
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

24/09/2020 11:00:38 კონფლიქტები

ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრის მიმდინარეობის დროს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სოფელ ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის "ცხელი ხაზი", საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე დადგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S