აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ ჯემალ სოსელიას ტყვეობიდან გათავისუფლება დაადასტურა

24-09-2020 18:30:41 სამართალი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ ბიზნესმენ ჯემალ სოსელიას ტყვეობიდან გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბიზნესმნი ამჟამად სამართალდამცველ ორგანოებს ჩვენებას აძლევს.

რის შედეგად გათავისუფლდა სოსელია ტყვეობადან – დე ფაქტო პროკურატურა ჯერ-ჯერობით არ ამხელს. სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სექტემბრის დასაწყისში გალის რაიონში გატაცებული ბიზნესმენი აფხაზურმა უშიშროებამ სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. მეორე ვერსიის თანახმად კი, სოსელია გამტაცებლებს თავად გამოეპარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები