ტაქსებთან დაკავშირებული შეზღუდვა შესაძლოა, გაუქმდეს

24-09-2020 18:48:13 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს.

როგორც მეზვრიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში აღნიშნა, ამ საკითხს უწყებათაშორის საბჭოს სხდომებზე განიხილავენ.

"რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს, გამორიცხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ და არაკეთილსინდისიერ ქცევას ადგილი არ აქვს მძღოლების მხრიდან", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსებში მგზავრების რაოდენობაზე შეზღუდვა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა. დაწესებული შეზღუდვების თანახმად, ავტომობილში 3-ზე მეტი პირის ყოფნა აკრძალულია, კერძოდ კი ერთი ტაქსით მხოლოდ ორ მგზავრს შეუძლია გადაადგილება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები