ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 61 პირს დაუდასტურდა

24-09-2020 19:20:38 საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ბოლო 24 სააათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 227 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 61 პირს დაუდასტურდა. 23 სექტემბერს გამოვლინდა 61 ახალი შემთხვევა, ხოლო 22 სექტემბერს –59.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში სადღეისოდ 97 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს. მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ეპიდემიის გამო დე ფაქტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო. თვფითმმართველობის ორგანოების მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება 2021 წლის 11 აპრილამდე გაუხანგრძლივდა.

«Апсныпресс»-ის ცნობით, "პარლამენტის" მიერ დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ეპიდვითარების გართულებითაა ანპირობებული.მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას “არჩევნები” 1 ნოემბრისთვის ჰქონდა დანიშნული.

პირველი შემთხვევის გამოვლენის მომენტიდან დღემდე აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების სულ 1 116 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 8 პაციენტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები