Accentnews.ge
ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა

24/09/2020 17:31:18 რეგიონები, საზოგადოება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.

ეპარქიის განცხადების თანახმად, ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს. რაც შეეხება მიტროპოლიტ გერასიმეს, მას ხვალ ტესტირება ჩაუტარდება.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს. წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კლასტერი. 24 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S