Accentnews.ge
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

24/09/2020 19:35:30 რეგიონები

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ და მათ თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერი: 595366476

შეგახსენებთ, საქართველოში​ 24 სექტემბერს, კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.

აღნიშნულის გამო, 25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარის რეგიონში რესტორნები დაიხურება. ამასთან, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 26 სექტემბრიდან აჭარის რეგიონში შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც ამოქმედდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S