
TI: „2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია“
23/06/2019 14:23:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, 2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია.
„2018 წელს ევროკავშირიდან მეტი ფული გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან.
2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია, როცა 2013 წელს რუსეთიდან 2-ჯერ მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე ევროკავშირიდან.
2013 წელს რუსეთიდან გზავნილების წილი მთლიანი გზავნილების 54% იყო, 2019 წლის პირველ 5 თვეში კი 25%-ია. ამავე პერიოდში, ევროკავშირის წილი 28%-დან 39%-მდე გაიზარდა“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს