Accentnews.ge
პირი, რომელმაც ბაჩალიაშვილების ადვოკატს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, დაკავებულია: "მეც დამაკავებენ!"

პირი, რომელმაც ბაჩალიაშვილების ადვოკატს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, დაკავებულია: "მეც დამაკავებენ!"

25/09/2020 08:19:15 სამართალი

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს.

"როგორც შემატყობინეს, ფურცხვანიძე დააკავეს. ფურცხვანიძე იყო წყარო, რომელმაც სხვა წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომელიც გავაჯაროვე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე აუცილებლად დამაკავებენ, საქმეს ჩამომაშორებენ. რაც თავის მხრივ, ეს იმის ნიშანია, რომ პროკურატურა დამნაშავეთა ჯუფს ხელს აფარებს. 30–ში ფურცხვანიძე აშშ–ში მიემგზავრებოდა, იქიდან ჩამოჰყონდა ინფორმაცია, რომ მანქანა არ იდგა შემთხვევის ადგილზე 19–20 ივლისს და ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურას აქვს, ყალბია",– განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ფოტოები საჯარო ადვოკატმა გახადა. აღნიშნული ფოტოების მიხედვით, ბაჩალიაშვილის ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე 19 და 20 ივლისს არ ფიქსირდებოდა. მოგვიანებით პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ფოტოები გაყალბებულია და გამოძიება მტკიცებულებების გაყალბების მუხლით დაიყო.

განახლება

პროკურატურა ფურცხვანიძეს პირადი მოტივით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას ედავება,– განცხადება პროკურატურაში გაკეთდა.

დეტალები იხილეთ აქ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S