Accentnews.ge
მღებრიშვილმა 86–დღიანი ტყვეობის შემდეგ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა, თუმცა კარანტინში გადაიყვანეს

მღებრიშვილმა 86–დღიანი ტყვეობის შემდეგ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა, თუმცა კარანტინში გადაიყვანეს

25/09/2020 09:27:37 სამართალი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი 86–დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. მას საოკუპაციო ხაზთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდენ.

მღებრიშვილი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. შინ დაბრუნებას კი სავალდებულო კარანტინის ვადის ამოწურვის შემდეგ შეძლეს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც თავად განაცხადა, კარგია. ძალადობის ვიზუალური ნიშნების მას არ აღენიშნება. გარემოებებიდან გამომდინარე, ის ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, ამიტომ დეტალური საუბრის საშუალება არ მოგვეცა, მათ შორის სხვა უკანონო პატიმრებთან დაკავშირებითაც. საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ ამის შესაძლებლობა გვექნება და დეტალურ ინფორმაციასაც მივიღებთ“,– განაცხადა სუს–ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ. გაიჟღერა ღამურების მოპარვის მცდელობის ბრალდებამაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S