ომსკის ციხეში ე.წ. კანონიერი ქურდი "კახა გალსკი" გარდაცვლილი იპოვეს
25/09/2020 10:46:23 სამართალი, მსოფლიო
ომსკის ციხეში ე.წ. კანონიერი ქურდი კახაბერ ფარფალია მეტსახელად "კახა გალსკი" გარდაცვლილი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვის არტერიის ემბოლია გახდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм იუწყება, 45 წლის "კახა გალსკი" ომსკში ჩასვლიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
"ფარფალია ომსკში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 22 სექტემბერს ჩაიყვანეს, რათა სასჯელის დარჩენილი ნაწილი სრულად ამ ადგილას მოეხადა, თუმცა კოლონიაში ჩასვლისას იგი სასტიკად სცემეს. როგორც ცნობილია, ომსკის დაწესებულებაში მოხვედრა "კანონიერი ქურდისთვის" სიკვდილის ტოლფასია", – წერს გამოცემა.
კახა გალსკი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე აღიძრა. მოგვიანებით მას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
კახა ფარფალიამ ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტული 1999 წელს მიიღო და რუსეთში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან "კანონიერი ქურდად" მიიჩნეოდა. იგი შაქრო კალაშოვის თანამოაზრე იყო და იმდენად სარგებლობდა მისი ნდობით, რომ 2016 წლის ივლისში კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ იგი რუსული "ობშიაკის მაყურებელი" იყო.


