Accentnews.ge
საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR–ის 377 დამკვირვებელი ჩამოვა

საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR–ის 377 დამკვირვებელი ჩამოვა

25/09/2020 12:15:02 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR–ის 380-მდე დამკვირვებელი ჩამოვა, ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკიმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წევრები რამდენიმე ეტაპად ჩამოვლენ. მისი თქმით, მთავარი ჯგუფი შედგება 13 საერთაშორისო ექსპერტისაგან, რომლებიც ძირითადად თბილისში იმუშავებენ და ქვეყანაში 7 კვირით დარჩებიან.

ასევე, ქვეყანაში ჩამოვა 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი და გადანაწილდებიან სხვადასხვა რეგიონში. მისივე თქმით, უშუალოდ კენჭისყრის პროცესზე დასაკვირვებლად კი 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა იგეგმება.

"ჩვენი სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ფარგლებში, დავაკვირდებით ისეთ საკითხებს,როგორიც არის ადმინისტრაციული მომზადება, ამომრჩევლებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, კამპანიის დაფინანსება, მედიაგარემო და გაშუქება, ასევე სამართლებრივი ჩარჩო და დავების გადაჭრა. შესაბამისად, ჩვენ შევხვდებით საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, შეხვედრა გვექნება მედიის წარმომადგენლებთან და ასევე, შეხვედრები გაიმართება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. ჩვენს მისიაში ასევე, შედის მედიამონიტორინგის კომპონენტი, რომელშიც უკვე მომზადდება თვისობრივი და რაოდენობრივი შეფასება. ეს შეეხება უშუალოდ მედიას, როგორ შუქდება არჩევნები მედიის მეშვეობით", – განაცხადა ჯილიენ სტარკმა.

საქართველოში საპარლამემტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S