Accentnews.ge
უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს

25/09/2020 12:39:35 კონფლიქტები

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს ღამურების დასაჭერად იყო ჩასული, სისულელეა.

„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. ინგლისურიც არ ვიცი, ამერიკელებთან როგორ მექნებოდა კონტაქტი. ვნახე სხვა დაპატიმრებული ქართველებიც, კარგად არიან და გათავისუფლებას ელოდებიან", – განაცხადა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

დე ფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ის მოქალაქეებზე გეგმავდა. მოგვიანებით ეს ვერსია შეიცვალა და მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S