
საქართველოს პრემიერმა გაერო-ს გენასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთს მიმართა
25/09/2020 15:14:25 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა და რუსეთს მიმართა.
"მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება", – განაცხადა პრემიერმა.