ყვარელი - თელავის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა
25/09/2020 15:27:06 სამართალი
კახეთში, ყვარელი - თელავის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი ბოგირს დაეჯახა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ტრანსპორტში მყოფებმა, რომლებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ, სხვადასხვა დაიზანებები მიიღეს.
შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ჭორიაშვილი აცხადებს, რომ ორ დაშავებულს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ხოლო ხვალ კიდევ 2-ის ოპერაცია არის დაგეგმილი.
"ჩემს კლინიკაში 8 პაციენტი შემოიყანეს. ორ მათგანს ჩავუტარეთ ქირურგიული ოპერაცია. ხვალ კი კიდევ ორი დაშავებულის ოპერაციაა ჩანიშნული. მათ ძირითადად მოტეხილობები აღენიშნებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


