
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუს სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა
25/09/2020 17:58:56 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონის დე ფაქტო ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
"ერთი ინფიცირებული რუსი სამხედროა, ხოლო მეორე – მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევა", – აცხადებენ დე ფაქტო ინფორმაციის კომიტეტში.
ოკუპირებული რეგიონის მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევას განცხადებით, "ინფიცირებულები ამბულატორიულად მკურნალობენ, ხოლო 24 სექტემბერს ინფიცირებული კიდევ ერთი მოქალაქე 50 წლის მამაკაცი ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშია გადაყვანილი".
მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში სულ 93 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.