
Survation -ის კვლევის შედეგები ვაკის მაჟორიტარულ ოლქში – 52.4% - ნოდარ ტურძელაძე, 33,2 % - ელენე ხოშტარია
25/09/2020 17:12:28 საშინაო პოლიტიკა
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,4% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს, გაერთანებული ოპოზიციის კანდიდატს ელენე ხოშტარიას კი ხმას 33,2% პროცენტი აძლევს.
დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
- ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო - ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) 33,2%
- ნანა დევდარიანი (პატრიოტთა ალიანსი) -5,3%
- ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%
- ლევან კობერიძე (ლელო) -1,9%
- ბექა ნაცვლიშვილი (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) -1,0%
- გია გაჩეჩილაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -0 % (არცერთი ხმა)
- სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს ირჩევს - 2,1%
- კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ვაკის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 54,6%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -12,1%
- ევროპული საქართველო 7,8%
- პატრიოტთა ალიანსი - 6,0%
- გირჩი - 5,7%
- ლელო - 5,4%
- გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 2,5%
- ლეიბორისტული პარტია -1,8%
- ერთიანი საქართველო - 0,4%
- თავისუფალი დემოკრატები -0 %
- სხვა არჩევანს აკეთებს -3,7%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 75% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს. დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება: ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 11%50-50-ზე - 9%არ მივიღებ მონაწილეობას -5%არ ვიცი, ან უარი პასუხზე -1%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.