Accentnews.ge
Survation-ის კვლევის შედეგები გლდანის ოლქში – ლევან კობიაშვილი – 52,1%, ნიკა მელია – 36,6%

Survation-ის კვლევის შედეგები გლდანის ოლქში – ლევან კობიაშვილი – 52,1%, ნიკა მელია – 36,6%

25/09/2020 17:07:40 საშინაო პოლიტიკა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან კობიაშვილს მისცემდა. ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა - ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) - 36,6%

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

  • ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა - ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) - 36,6%
  • მერაბ ჭიქაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -4,9%
  • ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -1,9%
  • გიგლა მიქაუტაძე (ლელო) - 1,5%
  • სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები -2,9%
  • კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გლდანის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
  • ქართული ოცნება- 50,1%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -20,8%
  • გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი -7,6%
  • გირჩი -5,8%
  • პატრიოტთა ალიანსი -5,4%
  • ლეიბორისტული პარტია -2,8%
  • ევროპული საქართველო 2,6%
  • ლელო -1,8%
  • ერთიანი საქართველო - 0,9%
  • თავისუფალი დემოკრატები -0,6%
  • და სხვა არჩევანი აქვს -1,5%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

ალბათ მიიღებს მონაწილეობას -14%

50-50-ზეა- 14%

არ იღებს მონაწილეობას -7%

არ იცის ან უარი პასუხზე - 0%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S