Accentnews.ge
გია ბარამიძე აცხადებს, რომ ენმ ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბეში კანდიდატს არ დაუყენებს

გია ბარამიძე აცხადებს, რომ ენმ ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბეში კანდიდატს არ დაუყენებს

25/09/2020 18:24:07 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ენმ ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს.

როგორც მან "ფორმულას" საუბრისას განაცხადა, მის კოლეგა სალომე სამადაშვილს ოპოზიციის კანდიდატ ჯაფარიძისთვის კონკურენტის დაყენება არ უგულისხმია, არამედ მხოლოდ "უსაყვედურა" მას.

"ჩვენ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ ამ ოლქში, ოპოზიციამ გაიმარჯვოს და დაამარცხოს წარსულის მენტალიტეტი გიორგი ვოლსკი. არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ზურაბ ჯაფარიძე, თუ ვინც არ უნდა იყოს, არ გვინდა, რომ ოპოზიციონერმა და ვინმემ ვოლსკისთან წააგოს. არ გვინდა ამ ოპოზიციონერმა ისე გაიხადოს თავი, რომ ოპოზიციური სპექტრის ძირითადმა ნაწილმა, რაც არის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, არ მისცეს მას ხმა მას, რაც გამოიწვევს, რომ იგი დამარცხდება. ზურაბ ჯაფარიძეს ვურჩევთ, ზედმეტ ეჭვიანობას თავი დაანებოს. მე მოვისმინე, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ გვიწოდა პოლიტიკანები, პარტიუკები და ა.შ. ვინმე დაასახელა მიხეილ სააკაშვილმა სახელი და გვარით, თქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძეა პოლიტიკანი და პარტიუკაა გირჩი? რატომ იღებენ თავის თავზე? აბსოლუტურად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მიემართებოდა ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის წევრებს", - აცხადებს ბარამიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S