Accentnews.ge
Survation -ის კვლევა– დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ მაჟორიტარული ოლქში "ოცნებას" ხმას რესპონდენტთა 62,2% მისცემდა, "ნაციონალური მოძრაობას" – 11,0%

Survation -ის კვლევა– დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ მაჟორიტარული ოლქში "ოცნებას" ხმას რესპონდენტთა 62,2% მისცემდა, "ნაციონალური მოძრაობას" – 11,0%

25/09/2020 17:29:24 საშინაო პოლიტიკა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1 % ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ შალვა კერესელიძეს მისცემდა.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

  • ცეზარ ჩოჩელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -18,6%
  • თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) - 11,0%
  • ბექა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 8,9%
  • სოსო შატბერაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -7,6%
  • ეკა ბესელია( სამართლიანობისთვის) - 1,2%
  • მალხაზ ვახტანგაშვილი (ლელო) 0,0%
  • სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,6%
  • კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
  • ქართული ოცნება - 62,2%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -11,0%
  • ევროპული საქართველო 8,0%
  • პატრიოტთა ალიანსი -8,0%
  • გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი - 2,0%
  • ერთიანი საქართველო - 2,0%
  • ლეიბორისტული პარტია -2,0%
  • ლელო -2,0%
  • გირჩი -1,0%
  • თავისუფალი დემოკრატები -1,0%
  • სხვა 2,0%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 70% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

ალბათ მივიღებ მონაწილეობას -14%

50-50 ზე- 9%

არ მივიღებ მონაწილეობას -6%

არ ვიცი/უარი პასუხზე -1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S