
Survation-ის კვლევა – საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში 80,5 %-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
25/09/2020 17:22:19 საშინაო პოლიტიკა
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები -საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 80,5 % ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ პაატა კვიჟინაძეს მისცემდა.
დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
- გიორგი კაპანაძე (ნაციონალური მოძრაობა) 7,5%
- გიორგი კასრაძე(პატრიოტთა ალიანსი) - 4,6%
- როსტომ ცარციძე (თავისუფალი საქართველო) -3,0%
- სერგო რატიანი ( ევროპული საქართველო ) -2,5%
- ანი მიროტაძე(ლელო) -1,3%
- ინგა ზაბახიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 0,6%
- სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება-87,7%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -7,2%
- პატრიოტთა ალიანსი -3,0%
- ევროპული საქართველო 1,1%
- ლეიბორისტული პარტია -1,0%
- ერთიანი საქართველო - 0,0%
- გირჩი -0,0%
- თავისუფალი დემოკრატები0,0%
- გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი 0,0%
- ლელო -0,0%
- სხვა -0,0%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 74% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:
ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 11%
50-50 ზე- 10%
არ მივიღებ მონაწილეობას -5%
არ ვიცი/უარი პასუხზე -0%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.