Accentnews.ge
საკონსტიტუციომ მელიას სარჩელი დეპუტატობის უფლებამოსილების შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციომ მელიას სარჩელი დეპუტატობის უფლებამოსილების შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა

26/09/2020 05:00:07 სამართალი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელი ("ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ") არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვებ–გვერდზე ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნიკა მელიასთვის პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კონსტიტუციური იყო.

"ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს საქმეზე პირის დამნაშავეობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს და ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს", - ნათქვამია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებაში ასევე წერია მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და ეს არის პარლამენტის წევრის უფლებების დარღვევა.

ხოლო მოპასუხე მხარე ამ შეთხვევაში მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია.

"მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნებისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს კანონიერ ძალაში შესულად და, ამ მხრივ, სადავო დადგენილება არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს", - ნათქვამია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში.

ნიკა მელიას დეპუტატის უფლებასმოსულება პარლამენტმა “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა.

ნიკა მელიას სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2 წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავება შეუზღუდა. გარდა ამისა, 2 დეკემბერს გამართული სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას 25-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S