ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 296 პირს დაუდასტურდა
26/09/2020 06:26:23 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 296 პირს დაუდასტურდა, 60 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1819 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 296 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 781 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.
ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.


