როგორ ნაწილდება საქართველოში COVID-19-–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
26/09/2020 07:00:27 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს, თუმცა ინფიცირების შემთხვევები დასტურდება დანარჩენ რეგიონებშიც.
კერძოდ, საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
აჭარა–166
იმერეთი–55
თბილისი – 41
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 18
გურია – 9
სამცხე ჯავახეთი – 1
ქვემო ქართლი–3
კახეთი – 1
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 296 პირს დაუდასტურდა, 60 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1819 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 296 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 781 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.
ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.


