Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

26/09/2020 07:04:45 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სადღეისოდ COVID-19–ის 3 149 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

"3 149 კოვიდ–ინფიცირებულიდან ამ ეტაპზე გვყავს 19 კრიტიკული პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვზე", – განაცხადა ელდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 17 იყო.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 296 პირს დაუდასტურდა, 60 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1819 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 296 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 781 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S