Accentnews.ge
დევნილებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცეს

დევნილებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცეს

26/09/2020 14:18:00 კონფლიქტები, რეკლამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავად შეარჩიეს.

მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 50 დევნილი დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მსურველი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S