Accentnews.ge
შს მინისტრი პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

შს მინისტრი პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

24/06/2019 14:40:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S