Accentnews.ge
"ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია"

"ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია"

27/09/2020 07:23:28 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული ვალუტა ზედმეტად არის გაუფასურებული, თუმცა ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ნორმალურია.

"ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, იმიტომ, რომ ლარის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია საქართველო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებში ვართ. ბევრი რამე არის ემოციებსა და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა, არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს:

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს რაც პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე".

ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება დღეს 3.3332 ლარია, ევრო კი 3.8812 ლარი ღირს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S