Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

28/09/2020 06:38:03 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა, 148 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 298 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 800 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S