Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი: „მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ“

ევროკავშირის ელჩი: „მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ“

24/06/2019 15:27:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიესალმება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ბოლო დღეების მოვლენებმა დაგვანახა, რომ დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მივესალმებით ქართული ოცნების ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად  პროპორციული სისტემით  ჩატარებას ითვალისწინებს. ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეიკრიბოს და შეთანხმდეს ისეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიას და პლურალიზმს განამტკიცებს. ველით, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესი და ყველა მხარეს მასში ჩართვისკენ მოვუწოდებთ.  მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, გვინდა ასევე ყურადღება გავამახვილოთ ეუთოს/ODIHR რეკომენდაციებზე და მათ დროულად და სრულად შესრულების მნიშვნელობაზე. მივესალმებით მზადყოფნას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გამოძიებულ იქნას იმ მოწოდებების შესაბამისად, რომლებიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და სხვათა მიერ იყო გამოთქმული. ველით, რომ ჩატარდება გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი სახალხო დამცველის მონაწილეობით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად და დაბეჯითებით ვთხოვთ ყველას ყოველთვის იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში. როგორც საქართველოს ერთგული მეგობრები და პარტნიორები, მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ჰარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S