ნაფიცი მსაჯულები შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საქმეს არ განიხილავენ
28/09/2020 10:58:31 სამართალი
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა სამმა სრულწლოვანმა უარი განაცხადა, მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. შესაბამისად, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშილის და ვახტანგ ჩიქოვანის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ ვერდიქტს მოსამართლე გამოიტანს.
შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით 5 პირია დაკავებული - 2 არასრულწლოვანი და 3 სრუწლოვანი. კანონმდებლობის თანახმად, არასრუწლოვნების საქმეების განხილვა ნაფიცმსაჯულების ინსტიტუტს არ ითვალისწინებს. ამასთან, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების ადვოკატებმა მოითხოვეს, ხუთივე ბრალდებულების მიმართ შეწყდეს განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე საქმე, მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. ხუთს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.


