Accentnews.ge
"16 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებს 18-ჯერ ესროლა"

"16 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებს 18-ჯერ ესროლა"

28/09/2020 12:00:19 სამართალი

კლუბ "ბასიანის" თანამფლობელი ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს "ბასიანის" შესასვლელში კლუბის თანამშრომლებს 18-ჯერ ესროლა, 16–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

"დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16 წელი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა სამი მათგანი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის, მადლობა მათ ვინც ბოლომდე მიყვა პროცესს", - წერს ორაშვილი სოციალურ ქსელში.

2020 წლის 12 იანვარს "ბასიანის" ტერიტორიაზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. სროლის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი – 1980 წელს დაბადებული ბ. ჩ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S