
აქციის მეხუთე დღე: გახარიას დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება
24/06/2019 15:39:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
კრემლისა და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის ორგანიზტორები შს მინისტრ გიორგი გახარიას დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნას დღის წესრიგში ტოვებენ.
ასევე ძალაში რჩება 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული ყველა აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნა.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, კერძოდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მომავალი საპარლამენტო არჩვენების ნულპროცენტიანი ბარიერის პირობებში ჩატარებას, რა იდეითაც დღეს დილით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან ამ ეტაპზე დაკმაყოფილებულად შეიძლება, ჩაითვალოს. ხოლო რაც შეეხება ნულპროცენტიან ბარიერს ამ საკითხზე პოლიტიკოსებმა პარლამენტში უნდა იმსჯელონ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ხალხი ნელ–ნელა გროვდება და აქციაზე სიტყვით გამოსვლები 20:00სთ–ზე დაიწყება.