
კოვიდ-სასტუმროებსა და კლინიკებს დღეს 400–ზე მეტი პირი დატოვებს
28/09/2020 14:42:03 რეგიონები, საზოგადოება
გამოჯანმრთელების კრიტერიუმების შესაბამისად, ბათუმში 400-ზე მეტი პირი კლინიკებსა და კოვიდ-სასტუმროებს დატოვებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ-სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და ამის შესაბამისად, დღეს დღის ბოლომდე გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომელიც როგორც ჰოსპიტლებიდან, ასევე კოვიდ-სასტუმროებიდან ბინაზე გაეწერება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული, მაგრამ აბსოლუტურად კონტროლირებადია.
დღემდე რეგიონში 2 100-ზე მეტი ინფიცირებული იყო რეგისტრირებული.