Accentnews.ge
მოქალაქეს საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა გაუუქმდა

მოქალაქეს საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა გაუუქმდა

28/09/2020 16:26:14 სამართალი

მოქალაქეს, რომელსაც გადაუდებელი საჭიროების გამო საგანგებო მდგომარეობის დროს კომენდანტის საათის დარღვევა მოუწია, 3 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმდა,– იუწყება „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია იცავდა მოქალაქის ინტერესებს.

"ვ.წ-ს მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობების, კერძოდ - კომენდანტის საათის დარღვევა, გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რაც უკავშირდებოდა მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, 3 000- ლარიანი ქვითარი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაასაჩივრეს, დაგვიანებული პასუხისთვის კი სასამართლო დავაც დაიწყეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და ჯარიმის გაუქმების შესახებ დადგენილება მიიტანა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2 თვის განმავლობაში მოქმედებდა. ასევე დაწესდა კომენდანტის საათი. ყველა პირი, ვინც ამ დროს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში სპეციალური საშვის გარეშე გავიდოდა, 3 000-ლარიან ჯარიმას ექვემდებარებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S